ჯარას თაფლისთვის ნექტარს კავკასიური რუხი ფუტკარი აგროვებს, რომელიც სხვა ფუტკრებისგან ხორთუმის სიგრძით გამოირჩევა, რაც მას საშუალებას აძლევს ნექტარი მეტი მოცულობით შეაგროვოს. ჩარჩოიანი სკისგან განსხვავებით, ჯარას სკაში არ არის ხელოვნური ფიჭა, ვინაიდან ფიჭას ფუტკრები თავად ამზადებენ, ამიტომაც ჯარას თაფლი 100 % სუფთა და ველურია, გამოირჩევა სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებებით, რაც გამოიხატება მის ეფექტურობაში დამწვრობების, კუჭის დაავადებების, ყელისა და თვალის ინფექციების სამკურნალოდ.